LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სროლა ყაზბეგის გამზირზე – ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

551
Untitled design (2)

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ცოტა ხნის წინ სროლა იყო.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

უწყების ცნობითვე, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები