ფრანგულმა ”ეკიპმა” გასული, 2015 წლის საუკეთესო 100 ფეხბურთელი დაასახელა. რა თქმა უნდა, რეიტინგის სათავეში “ბარსელონას” არგენტინელი სუპერფორვარდი ლიონელ მესია. მეორე და მესამე ადგილები მის თანაკლუბელებს უჭირავთ – ურუგვაელ ლუის სუარესს და ბრაზილიელ ნეიმარს. ამ სამხრეთამერიკელების მთავარ კონკურენტი, მადრიდის “რეალის” მთავარი კაცი კრიშტიანო რონალდო კი მხოლოდ მეოთხე ადგილზეა.