LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის საუკეთესო მწვრთნელი ლუის ენრიკეა

22

საფეხბურთო ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ”წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელის” კატეგორიის შედეგები გამოაქვეყნა.

პირველ ადგილზე გავიდა ”ბარსელონას” თავკაცი ლუის ენრიკე. ესპანელმა 165 ქულა დააგროვა. მეორეა მიუნხენის ”ბაიერნის” მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა (86). სამეულს ”იუვენტუსის” დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი ასრულებს (43).

აი ათეული:

1. ლუის ენრიკე (ბარსელონა) – 165

2. ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი) – 86

3. მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი) – 43

4. უნაი ემერი (სევილია) – 39

5. მარსელო გალიარდო (რივერ პლეიტი) – 33

6. კარლო ანჩელოტი (რეალიო, ამჟამად უმუშევარი) – 19

7. დიეგო სიმეონე (ატლეტიკო) – 12

8. დიტერ ჰეკინგი (ვოლფსბურგი) – 6

9. ლორან ბლანი (პსჟ) – 5

10. მირონ მარკევიჩი (დნიპრო) – 4.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები