LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორსული გოგო მოვიდა სახის დამბლით, დედამთილმა მომწამლაო.. ვერ საუბრობდა, თვალს ვერ ხუჭავდა..“ – ცნობილი პლასტიკური ქირურგი მის პრაქტიკაში ერთ-ერთ ურთულეს ოპერაციას იხსენებს

545
ციცინო შურღაია

ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი ცი­ცი­ნო შურ­ღა­ია სტუმრობდა გადაცემას „ნოესთან“, სადაც სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კა­ში მომ­ხდა­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი­სა და მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ისაუბრა. ამ კონტექსტში მან გაიხსენა ოპერაცია, რომელიც ახალგაზრდა გოგონას გაუკეთა.

როგორც ციცინო შურღაიამ აღნიშნა, გო­გო­ნას, რო­მე­ლიც ორ­სუ­ლო­ბის დროს დე­დამ­თილმა მო­წამ­ლა, სა­ხის პა­რა­ლი­ჩი გა­ნუ­ვი­თარ­და.

„ახ­ლა­ხან სა­ცო­და­ვი ერთ პა­ცი­ენ­ტი მო­ვი­და პა­რა­ლი­ჩით, სა­ხის დამ­ბლით. ჩემ­მა დე­დამთილ­მა მომ­წამ­ლაო. ის ქალი არ დას­ჯი­ლა სა­ერ­თოდ. როცა დავ­ფეხ­მძიმ­დი, არ უნ­დო­და რომ შვი­ლი გა­მე­ჩი­ნა და რა­ღაც წა­მა­ლი მომ­ცაო, ანუ მუც­ლის მო­საშ­ლე­ლი წა­მა­ლი. ამ წა­მალ­მა თრომ­ბი ანუ ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი გა­მო­იწ­ვია. როცა ჭკუ­ას მო­ე­გო სა­ხის პა­რა­ლი­ზი, სა­ხის დამ­ბლა ჰქონ­და. ინ­ტერ­ნეტ­შიც არის კად­რე­ბი, რო­გორ ვეხ­ვე­ვი ამ გო­გოს, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, რომ სახე გა­უს­წო­რეს.

თვალს ვერ ხუ­ჭავ­და, ვერ ლა­პა­რა­კობ­და, ფე­ხი­დან ნერ­ვი გა­და­ვუ­ნერ­გეთ. ძა­ლი­ან რთუ­ლი ოპე­რა­ცია გა­ვა­კე­თეთ, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რეთ ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს და მე ვცდი­ლობ უფა­სოდ გა­უ­კე­თო, რად­გან ამ ოპე­რა­ცი­ის თან­ხის გა­დახ­და პა­რა­ლი­ზე­ბულ პა­ცი­ენტს არ შე­უძ­ლია.

ერთხელ მიკ­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია გვქონ­და, ავიყ­ვა­ნეთ ახალ­გაზ­რდა 17 წლის გოგო, რო­მელ­საც არა­სო­დეს გა­უ­ცი­ნია. ამ პა­ცი­ენტს ჩა­ვუდ­გი სა­ხე­ზე ზურ­გის კუნ­თი. მე­სა­მე დღეს ორ­გა­ნიზ­მმა თქვა, რომ ეს ზურ­გის კუნ­თი სა­ხე­ზე არ მომ­წონ­სო და მოხ­და გან­დევ­ნა. შეფ­მა და­ი­წყო ჩხუ­ბი, რომ შენ მე არ იცი ამის გა­კე­თე­ბა და ახლა მე გა­ვუ­კე­თე­ბო. ანა­ლო­გი­უ­რად მე­ო­რე ზურ­გის კუნ­თი აიღო და ჩა­უდ­გა სა­ხე­ზე, ზუს­ტად მე­სა­მე დღეს შე­ფის გა­კე­თე­ბულ ოპე­რა­ცი­ა­ზეც მოხ­და გან­დევ­ნა. გა­დის დრო მო­დის ეს გოგო და გვი­ცი­ნის. რა­ტომ მოხ­და ეს – ადა­მი­ანს აქვს თვით პლა­ცე­ბა. ყვე­ლა­ზე მა­გა­რი წა­მა­ლი არის პლა­ცე­ბა. ეს არის აუხ­ნე­ლი რა­ღაც“, – აღნიშნა პლასტიკურმა ქირურგმა.

◾ ციცინო შურღაია #ნოესთან

▶️ დედამთილმა ორსული რძალი მოწამლა, რის შედეგაც პაციენტს სახის პარალიჩი განუვითარდა… ◾ ციცინო შურღაია #ნოესთან ◾ გადაცემა სრულად https://bit.ly/3Tx0IqF

Posted by Noe Sulaberidze • ნოე სულაბერიძე on კვირა, 10 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g