LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „კეზერაშვილი ჩვენი განხილვის თემა არ ყოფილა და არც მომავალში იქნება – მას თავისი არჩევანი გაკეთებული აქვს, ჰყავს პარტია, რომელსაც მხარს უჭერს და რომელიც არის მის მიერ დაფინანსებული“

174
ნიკა გვარამია

„დავით კეზერაშვილი არ ყოფილა ჩვენი განხილვის თემა და არც მომავალში იქნება – ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და ჩვენი დამოკიდებულებები, ეს გზები არ იკვეთება და არც გადაიკვეთება“, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გვარამიას თქმით, მათ პოლიტიკურ გაერთიანებას აინტერესებს მომავალი.

„ჩვენ ვიცით ბრძოლა – ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და ვუპასუხოთ გამოწვევებს“ – ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ

„დავით კეზერაშვილი არ ყოფილა ჩვენი განხილვის თემა და არც მომავალში არ იქნება. ჩვენ ვართ სხვა საკითხებზე შეთანხმებული და სხვა საკითხების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები. ჩვენ გვაინტერესებს მომავალი.

„ნაცი“ „ნაცია“, კაცი კაცია და ქალი ქალია – მდინარაძე მელია-გვარამიაზე

დავით კეზერაშვილს თავისი არჩევანი გაკეთებული აქვს, მას ჰყავს პარტია, რომელსაც ის მხარს უჭერს და რომელიც არის მის მიერ დაფინანსებული, ეს არ იმალება, წარმატებას ვუსურვებ ყველას. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და ჩვენი დამოკიდებულებები. ეს გზები არ იკვეთება და არც გადაიკვეთება“. – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„ორი ნიკა, ორი „მამალი ნაცი“ ერთიანდება 4 ნომრის ქვეშ და ერქმევათ „ახალი ნაცები“ – ეს პირდაპირ ურტყამს ჩემ „ხაბეს“ – ზარქუა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g