LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაცი“ „ნაცია“, კაცი კაცია და ქალი ქალია – მდინარაძე მელია-გვარამიაზე

136
მამუკა მდინარაძე

„ნაცი“ „ნაცია“, კაცი კაცია და ქალი ქალია. ესენი ვერ მიხვდნენ, რომ ეს ასეა, ვერ წარმოიდგინეს, რომ „ნაცის“ „განნაცება“ არის ურთულესი ფსიქო მოვლენა. ასეთი ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი ობიექტები საქართველოში არ ცხოვრობენ, რომ „ნაცი“ „არანაცად“ მიიღონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მელია-გვარამიას გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვიცით ბრძოლა – ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და ვუპასუხოთ გამოწვევებს“ – ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ

მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებაში ვითომ განდგომილ „ნაცებს“ არ დაუშვებენ.

„მათი მიზანია „ნაცი“ ხელისუფლებაში, ქართველი ხალხის მიზანია – არც ერთი „ნაცი“ ხელისუფლებაში. მათი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ამ ქვეყნის არევა, მეორე ფრონტი, ქაოსი და სხვა ქვეყნიდან მიღებული დავალებების შესრულება. აგენტების მიზანი ზოგადად ეს არის. აქედან, გამომდინარე, ქართველები ამას არ დავუშვებთ. გამორიცხულია.

საქართველოს მოქალაქეები ამას არ დაუშვებენ. რაც არ უნდა გვერდიდან შემოგვაპარონ მელია, გვარამია, ხაზარაძე, გახარია, არც მოღალატეს დაუშვებს ხელისუფლებაში, არც ვითომ განდგომილ „ნაცს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები