LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხნო, სასწაულები არსებობს და განკურნება შესაძლებელია.. 12 წლიანი პრობლემა დამარცხებულია“ – მორიგი მადლიერი პაციენტი ბიძინა კულუმბეგოვს საჯარო მადლობას უხდის

327
ელისო ჩაფიძე, ბიძინა კულუმბეგოვი

ჟურნალისტი, ამჯერად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ელისო ჩაფიძე ცნობილი ალერგოლოგ-იმუნოლოგ, ბიძინა კულუმბეგოვს საჯარო მადლობას უხდის.

როგორც ელისო ჩაფიძე აღნიშნავს, სწორედ მისი წყალობით დაამარცხა დაავადება, რომელიც მრავალ უსიამოვნობასთან არის დაკავშირებული. საუბარია ჰაიმორიტის დაავადებაზე.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ხალხნო, სასწაულები არსებობს და განკურნება შესაძლებელია.. უდიდესი მადლობა მინდა, გადავუხადო ამ საოცარ ექიმს. 2012 წლიდან ვიტანჯები ჰაიმორიტ-სინუსიტებით, რომელიც ერთ მშვენიერ ქვეყანაში ჟურნალისტური ტრეინინგის დროს კონდიციონერთან ძილის დროს ავიკიდე.. თავის გაუსაძლისი ტკივილითა და მუდმივად ამის გამო მოჯღანული სახით, მას შემდეგ დავდივარ საქართველოში ცნობილ ყველა ოტოლარინგოლოგთან, მეცხრე საავადმყოფო და ქევანიშვილი-ჯაფარიძის კლინიკა, გამორეცხვები და ა. შ. მოკლედ, ბოლოს თურქეთში წასვლაც გადავწყვიტე, თუმცა ჯერჯერობით ვერა.

ერთ მშვენიერ დღეს,როცა უკვე თმის შეღებვის საჭიროების გახსენებაზე მაკანკალებდა და წინასწარ შევიძინე ანტიბიოტიკები (ეს ექიმები მინიშნავდნენ 10-დღიან კურსს), გავმწარდი და ჩავდექი ცოცხალ რიგში ბატონ ბიძინასთან. იმდენი ჩვილი და პატარა ელოდა, 3-4 საათამდე კი ვიყურყურე ალერგოლოგიის ცენტრში და ბოლოს, როგორც იქნა, შევაღწიე.. გაირკვა, რომ სულაც არა ვარ მისი პაციენტი, მდგომარეობის შესამსუბუქებლად ერთი სპრეი და ორი მარტივი წამალი დამინიშნა და ანალიზებიც ჩავაბარე, ხოდა, ხალხნო, არ მჯერა, ანალიზების პასუხი ჯერ არაა, ვიზიტი შემდეგ კვირაში მაქვს, მაგრამ უკვე მოვრჩი, ხალხნო.. 12 წლიანი პრობლემა, რის გამოც ზოგჯერ უმოქმედო ვხდებოდი, დამარცხებულია..

Bidzina Kulumbegov ბატონო ბიძინა, უკვე თავისუფლად ვსუნთქავ ორივე ნესტოთი და ეს თქვენი დამსახურებაა.. მადლობა ყველას, ვინც თქვენთან მოსვლა მირჩია“, – წერს ელისო ჩაფიძე.

აღნიშნულ პოსტს გამოეხმაურა თავად ბიძინა კულუმბეგოვი:

„დიდი მადლობა, ძალიან მიხარია. ესაა ჩვენთვის, ექიმებისთვის, ბედნიერება“

Bidzina Kulumbegov ხალხნო, სასწაულები არსებობს და განკურნება შესაძლებელია.. უდიდესი მადლობა მინდა, გადავუხადო ამ საოცარ…

Posted by Elisso Chapidze on სამშაბათი, 12 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g