LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოლტენბერგი: „საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ჩვენ ხელდახელ ვივლით წინ, ნატო-ს მიმართულებით“

157
იენს სტოლტენბერგი

„ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ საქართველო ნატო-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო გახდება“, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია“ – რა საკითხები განიხილეს იენს სტოლტენბერგმა და ირაკლი კობახიძემ

როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, „საქართველო ნატოსთვის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას“.

„რამდენიმე დღის წინ, თურქული სამხედრო ბრიგადა ეწვია ბათუმს და შეხვდა ქართველ პარტნიორებს. ეს არის ერთ-ერთი იმის მაგალითი, თუ როგორ ვთანამშრომლობთ რეგიონში, ერთმანეთს ვუზიარებთ შესაძლებლობებს და ვუძლიერებთ პოტენციალს. ამით დასტურდება, რამდენად მნიშვნელოვანია ნატო-სთვის საქართველო. ეს მიმართულება გრძელდება უფრო ძლიერი და დემოკრატიული მიმართულებების უზრუნველსაყოფად, ინტეგრაციისთვის, მათ შორის ბუქარესტის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო.

კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს, ევროპული საბჭოს მიერ გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში. ჩვენ ხელდახელ ვივლით წინ ნატო-ს მიმართულებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მასპინძლობისთვის და პირადი ერთგულებისთვის ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ“, – განაცხადაიენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგი: „შავი ზღვის უსაფრთხოება როგორც საქართველოსთვის, ასევე NATO-სთვის აქტუალური საკითხია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g