გადაცემის „ერთი ამბავი მერიკოსთან“ წამყვანი ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს, მეუფე საბას სტუმრობდა.
ქართველმა სასულიერო პირმა, რომელიც ნიუ-იორკში მსახურობს გადაცემაში ხილულ სასწაულებზე ისაუბრა.
„უფალი სასწაულებს გვიგზავნის, რათა ღმერთის შესახებ მეტად ვირწმუნოთ.. ნებისმიერი სასწაული, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ხდება ღმერთან მიმყვანი უნდა იყოს.. ყველაზე დიდი სასწაული, რაც სამყაროში ხდება, ლიტურგიაზეა, როდესაც მაცხოვარი ჩვენ მოგვიწოდებს რომ ვეზიაროთ ქრისტეს ხორცს და სისხლს, თან უნდა გვახსოვდეს, რომ სასწაული არის ისიც, რომ ჩვენ ვართ მოვლენილები ამქყვენად
ერთ-ერთი ჩვენი მრევლი, ემიგრანტი ავად გახდა, ძალიან მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს, საუბარი იყო ღვიძლის გადანერგვაზე, როდესაც საავადმყოფოში იყო, დამირეკეს და მთხოვეს, ლოცვები წამეკითხა, რა თქმა უნდა, მზაობა გამოვთქვი და ვუთხარი, თუ მას აქვს სურვილი აღსარება თქვას და ეზიაროს, ვაზიარებთ-თქო..
საოპერაციოდ ამზადებდნენ, როდესაც ვაზიარე, წინასაოპერაციოდ გამოკვლევა ჩაუტარეს, ექიმები გაოცებულები იყვნენ, ღვიძლის გადანერგვა აღარ დასჭირდა..
ეს ადამიანი სრულიად განკურნებული იყო, აი, ნახეთ, რამხელა ძალაა აქვს რწმენას“
😮🙏 ჯვრის ფორმის ნათება აღდგომის ტაძართან- მეუფე საბა სასწაულებზე‼️😮 ,,საოპერაციოდ ამზადებდნენ, ვაზიარე და ღვიძლის გადანერგვა აღარ დასჭირდა"- ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ხილულ სასწაულებზე 😮‼️ ჯვრის ფორმის ნათება აღდგომის ტაძართან წმინდა ცეცხლის გადმოსვლამდე შენიშნეს გადაცემის ავტორი: Meriko Kartozia
Posted by ერთი ამბავი მერიკოსთან • Erti ambavi Merikostan on კვირა, 03 მარტი, 2024