ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი საქართველოში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მეუფე საბა ინწკირველი გავრცელებულ სტატუსში აღნიშნავს, რომ როგორც მღვდელმთავარი და საქართველოს რიგითი მოქალაქე, თავს მოვალედ მიიჩნევს, თქვას, რომ საქართველო ევროპულ მომავალს იმსახურებს. ამასთან, სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას ყველა მხრიდან:
„ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ილია მართალი წერდა: „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება!”, ეს სიტყვები კი, იმ უწმინდეს ანდერძს წარმოადგენს, რომლის დაცვასაც თაობები შეეწირა!
ჩვენს სამშობლოს სხვა გზა არ ქონია, არ აქვს და არ ექნება, ეს არის ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა, რომლიდან გადახვევა არაფერს სასიკეთოს არ მოგვიტანს. ჩვენ ვართ ნაწილი ამ უდიდესი ცივილიზაციისა და კულტურის, ჩვენ ვართ აღმოსავლეთში ევროპის ნამდვილი კარიბჭე და ჩვენ, არათუ მის გარეთ დგომა, არამედ მასში ყოფნა და მის სრულფასოვან წევრად მყოფობა გვევალება, მით უმეტეს, რომ ამას ამყარებს ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუცია და მისი წყარო – ქართველი ხალხი!
ჩემი მხრივ, ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას ყველა მხრიდან, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის იგი, ძალადობა იმსახურებს დაგმობას!
მე, როგორც მღვდელმთავარი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, თავს მოვალედ მივიჩნევ, აღვიმაღლო ხმა და ვთქვა, რომ საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ნათელ, ევროპულ მომავალს, რომელიც უპირველესად გადის კონსტიტუციის დაცვაზე და რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს მიზანს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია!
უფალმა დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და მომადლოს მას წყალობა!“ – წერს მეუფე საბა ინწკირველი სოციალურ ქსელში.
ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ილია მართალი წერდა „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება!” ეს…
Posted by Bishop Saba Intskirveli on პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024