სალომე ჭაჭუას მონაწილეობით ირლანდიური „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დასრულდა.
ქართველი მოცეკვავე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც პროექტსა და თავის მეწყვილეს მადლობას უხდის და გამარჯვებას ულოცავს მოგებულ წყვილს:
„ფინალური საცეკვაო შოუ…
11 დაუვიწყარი კვირა დევიდ უელანთან ერთად.
დიდი მადლობა შენი სიყვარულისა და დიდი შრომისთვის. საუკეთესო მოცეკვავე და მეგოვარი ხარ, არ დაგავწიყდეს, რომ დაბადებული ხარ ვარსკვლავობისთვის. დიდი მადლობა უკიდეგანო სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. სიტყვებით ვერ გამოვხატავ, როგორი მადლიერი ვარ. მთელი ჩემი გულითა და სულით მიყვარხარ.
ასეთ გუნდთან მუშაობა დიდი სიამოვნება იყო. მადლობა ყველას, ვინც შრომობდა ყველა შოუზე. ეს არის ერთი დიდი ოჯახი. ვულოცავ გამარჯვებულებს“, წერს სალომე.