LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის კიდევ ერთი ფაქტი, რომ დღეს საქართველოში ღირსებას, პატივს და საქმიან რეპუტაციას არანაირი მნიშვნელობა და ღირებულება არ აქვს“ – მოსამართლემ პაატა ბურჭულაძის სარჩელი შალვა რამიშვილის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

177
პაატა ბურჭულაძე & შალვა რამიშვილი

მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის სარჩელი, რომლითაც ის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის POSTV-ის ჟურნალისტს შალვა რამიშვილს უჩივის, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა პაატა ბურჭულაძის არცერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ, საქართველოში ყველა ინსტანციის ამოწურვის შემდეგ კი, საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებენ.

„მოგეხსენებათ, POSTV და შალვა რამიშვილი დღეს რა მხარეს წარმოადგენს ხელისუფლებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მოსამართლემაც ჩათვალა, თითქოსდა სარეზოლუციო ნაწილიდან გამომდინარე ის განცხადებები რაც შალვა რამიშვილის მხრიდან გაკეთდა, ეტყობა მათი შეფასებით სიმართლეს

„მოგეხსენებათ, POSTV და შალვა რამიშვილი დღეს რა მხარეს წარმოადგენს ხელისუფლებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მოსამართლემაც ჩათვალა, თითქოსდა სარეზოლუციო ნაწილიდან გამომდინარე ის განცხადებები რაც შალვა რამიშვილის მხრიდან გაკეთდა, ეტყობა მათი შეფასებით სიმართლეს შეესაბამება.

თითქოსდა, ამ განცხადებებით არ შელახულა პაატა ბურჭულაძის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ეს არის კიდევ ერთი ფაქტი, რომ დღეს საქართველოში ღირსებას, პატივს და საქმიან რეპუტაციას არანაირი მნიშვნელობა და ღირებულება არ აქვს – მთავარია, რომელ მხარეს წარმოადგენ, ვისი ინტერესების დამცველი ხარ და რა პოზიცია გიჭირავს.

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების მხარე რომ ყოფილიყო ამის ადრესატი, აუცილებლად სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას, რითაც დადასტურდებოდა, რომ შეილახა პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

დღეს ფაქტია, რომ არც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ მოხდება აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, არც უზენაესი სასამართლოს მიერ. შესაბამისად, პაატა ბურჭულაძის საქმის ბოლო, როდესაც აქ ამოწურული იქნება ყველა რესურსი, იქნება სტრასბურგის სასამართლო“. – განაცხადა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, შალვა რამიშვილმა POSTV-ის ეთერში პაატა ბურჭულაძეს ფონდ იავნანაში საქმიანობისას თაღლითობასა და ფულის მითვისებაში დაადანაშაულა.

თავად მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ახლა რამიშვილს მოუწევს, ბრალდებებზე მტკიცებულებები წარმოადგინოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g