რა პროექტები ხორციელდება ამ ეტაპზე ნაძალადევის რაიონში – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ ისაუბრა.
რა გამოწვევების წინაშე დგას ნაძალადევის გამგეობა?
ნაძალადევის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია, საცხოვრებელი კორპუსების ლიფტებისა და სახურავების შეკეთება, მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა, ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება და სხვადასხვა დენდროლოგიური სამუშაო. რაიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, დიდი წილი უჭირავს გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობას, რომელიც ამ ეტაპზე, ერთდროულად სამ მისამართზე მიმდინარეობს. (ხევძმარისა და მუხრანის ქუჩაზე).
რა პროექტები ხორციელდება ამ ეტაპზე ნაძალადევის რაიონში?
მეტროსადგურ “ღრმაღელის” მიმდებარედ არსებული სკვერის კაპიტალურ რეაბილიტაციას, რომელიც დაახლოებით 1 თვეა დაიწყო. მიმდინარეობის ძველი და ამორტიზებული საპარკე ინვენტარის სადემონტაჟო სამუშაოები. პროექტის მიხედვით, 7 000 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება. დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები, ვიდეომონიტორინგის კამერები, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის მოეწყობა ადაპტირებული კიბეები; დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. პროექტის ღირებულება არის 1 323 390 ლარი.
თემქაზე, თბილისის ზღვის ქუჩაზე, წლების განმავლობაში გრუნტიანი გზა იყო, რაც მოსახლეობას გადაადგილების დროს დიდ დისკომფორტს უქმნიდა. ამ ეტაპზე აღნიშნულ მისამართზე, ასფალტის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ, მზადდება საფუძველი ასფალტის დასაგებად, რის შემდეგაც 5000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარი, 1000 კვადრატულ მეტრზე კი ბეტონის საფარი დაიგება. მოეწყობა ბორდიურებიც. პროექტის განხორციელების შედეგად, ზღვის ქუჩის მოსახლეობა მრავალი წლის შემდეგ თავისუფლად და უსაფრთხოდ შეძლებს გადაადგილებას. პროექტის ღირებულება არის 715 000 ლარი.
ზღვისუბნის დასახლება, ავშნის მესამე გასასვლელში, კერძო დასახლებაში, სადაც გრუნტიანი გზა იყო, მოსახლეობის თხოვნით, პირველად ეწყობა ასფალტის საფარი. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე სამუშაოები ჩატარდა. 4960 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ასევე, მოეწყო 45 გრძივი და 4 მეტრი სიმაღლის გზის დამჭერი კედელი. ამჟამად, საგზაო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. აღნიშნულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი რთულად გადაადგილებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, მოქალაქეები მოწესრიგებული და კეთილმოწყობილი ქუჩით ისარგებლებენ. პროექტის ღირებულება არის 1 040 000 ლარი.
სანზონის დასახლება, ერწოს ქუჩაზე, 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი ეწყობა. საგზაო სამუშაოებამდე, ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და კომპანია ჯვპ-ის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, მთლიან ქუჩაზე სრულად შეიცვალა როგორც წყალარინების ქსელი, ასევე სასმელი წყლის სისტემა. 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე ტროტუარები კეთდება და ბორდიურები ეწყობა. პროექტის განხორციელების შემდეგ კი, მოსახლეობა გაუმჯობესებული კომუნიკაციებით ისარგებლებს და ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ.
მნიშვნელოვანია, თემქის ხევის პროექტი, რომელსაც დედაქალაქის მერია მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში ახორციელებს. 20 ჰექტარ ფართობზე, 40 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის მიხედვით, მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ტერიტორიაზე წლების მანძილზე ანტისანიტარია, ჭაობი და გაუსაძლისი მდგომარეობა იყო. ამ ეტაპზე ირგვება ხე-მცენარეები, ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, კეთდება სათამაშო მოედნები და ღია ტიპის საცურაო აუზები. ასევე, გადასასვლელი ხიდები.
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ზღვისუბნის მესამე მიკრორაიონი, მეოთხე კვარტალი, N59 და N60 კორპუსებში, ჯამში, წყალარინების გარე 239 და შიდა 238 გრძივი მეტრი ქსელი იცვლება. ასევე, მონტაჟდება 11 საკომუნიკაციო ჭა. N60 კორპუსში 16 გრძივ მეტრზე იცვლება სასმელი წყლის სისტემაც. მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილება მისამართზე ასფალტის საფარს დააგებს. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 78 200 ლარი არის გათვალისწინებული.
რაც შეეხება სოციალურ პროგრამებს, რა ხდება ამ მიმართულებით?
სოციალური პროგრამების ბიუჯეტი – 9 188 000 ლარია.
ქირის კომპენსაცია – 1 345 000 ლარი. იანვრის თვეში ქირა აუნაზღაურდა – 360 ოჯახს, თებერვალში- 358-ს. (ორ თვეში ჯამში 718 ოჯახი არის ქირით უზრუნველყოფილი).
ოპერაცია/კვლევის ბიუჯეტი – 500 000 ლარია.
მედიკამენტების ბიუჯეტი – 256 400 ლარი.
ნაძალადევის რაიონში 10 უფასო სასადილო ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე ყოველდღიურად 8 773 ბენეფიციარი სარგებლობს. ბიუჯეტი- 5 010 600 ლარი.
რა ბიუჯეტია გათვალისწინებული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე?
ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტი – 14 670 000 ლარია.
საგზაო სამუშაოები- 5 500 000 ლარი.
კეთილმოწყობა- 9 170 000 ლარი,
სკვერები – 2 100 000 ლარი
კედლები – 1 800 000
სპორტული მოედნები – 1 000 000
ტრენაჟორები – 300 000 ლარი
საბავშვო-გასართობი ატრაქციონები – 400 000 ლარი
სანიაღვრე ქსელები- 350 000
საერთო სარგებლობის კიბეები – 200 000
სკვერებში დაზიანებული ფურნიტურის შეკეთება – 500 000 ლარი.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ბიუჯეტი – 3 850 000 ლარია.
ლიფტებისთვის – 1 564 500 ლარი
სახურავისთვის- 986 558 ლარი
წყალკანალიზაციისათვის – 900 000 ლარი