დღეს, 20:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრი ქართველი ჯაზპიანისტის, ბექა გოჩიაშვილის კონცერტს უმასპინძლებს.
ბექა გოჩიაშვილთან ერთად, საღამოს დაუკრავენ ბას-გიტარისტი ლევან დეისაძე და დრამერი ზაზა ცერცვაძე. საღამოს მსმენელის წინაშე სპეციალური სტუმრის სტატუსით წარდგება გიტარისტი ლაშა დეისაძე.
კონცერტამდე რეპეტიციიდან კადრებს სოციალურ ქსელში პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე გვიზიარებს და წერს: „რამდენიმე საათში სრული სიგიჟე“.
რამდენიმე საათში სრული სიგიჟე 💐💜 Beka Gochiashvili Levan Deisadze Zaza Tsertsvadze Lasha Deisadze
Posted by Teona Jorbenadze on ხუთშაბათი, 21 მარტი, 2024
ცნობისათვის, ბექა გოჩიაშვილი ამჟამად, მორიგი მსოფლიო ტურისთვის ემზადება – ნიუ-იორკში გამგზავრებამდე კი ის დღეს, ქართველი მსმენელის წინაშე რუსთაველის თეატრში წარდგება და სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებულ კომპოზიციებს შეასრულებს.