ორი დღეა, საქართველოს, ქვეყნის ეროვნულ ნაკრებსა და ქომაგებს, ისტორიულ გამარჯვებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ულოცავენ.
საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ეხმიანება ესპანეთის ნაკრების ყოფილი მცველი, სერხიო რამოსიც – ის ეროვნული ნაკრების წარმატებას UFC-ის გამარჯვებულ ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს პირადად ულოცავს.
„სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება ინსტაგრამის სტორიზე“, – წერს მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში და მიმოწერის ფოტოს აქვეყნებს.
სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება ინსტაგრამის სტორზე. 🇬🇪⚽️🦾
Posted by Merab "The Machine" Dvalishvili on ოთხშაბათი, 27 მარტი, 2024
შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს – ეროვნულმა ნაკრებმა, 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.