LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მცხოვრებლების გასახლება იგეგმება

173
აფხაზეთი

აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების გასახლება იგეგმება.

გამოცემის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი, ჯანსუღ ნანბა ადგილობრივ მოსახლეობას 26 მარტს შეხვდა, სადაც მან დეზინფორმაცია უწოდა „ტელეგრამ“ არხებში გავრცელებულ ინფორმაციას, მოსახლეობის შესაძლო გადაადგილების შესახებ.

ე.წ მინისტრმა აღნიშნა, რომ მათ აფხაზურ მხარესთან ერთად, აეროპორტის გაფართოების გეგმა აქვთ.

დავით ქაცარავა: „ფოტომასალა ჩვენმა სოხუმში მცხოვრებმა მეგობრებმა მოგვაწოდეს, ამ სიტყვებს მათი თხოვნით ვწერ – რუსები ოჩამჩირის პორტს სამხედრო გემების მისაღებად ამზადებენ“

როგორც მედია წერს, შეხვედრაზე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მათი გადასახლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა.

„შესაძლოა, ვინმე დათანხმდეს გადასვლას, მაგრამ ამას ყველა არ ეთანხმება, თუნდაც კომპენსაცია გადაუხადონ“. – აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g