LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ქაცარავა: „ფოტომასალა ჩვენმა სოხუმში მცხოვრებმა მეგობრებმა მოგვაწოდეს, ამ სიტყვებს მათი თხოვნით ვწერ – რუსები ოჩამჩირის პორტს სამხედრო გემების მისაღებად ამზადებენ“

156
დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის კადრებს აქვეყნებს. 

როგორც ქაცარავა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ვიდეო და ფოტომასალა სოხუმში მცხოვრებმა მეგობრებმა მიაწოდეს, „სადაც ჩანს, რომ „სამშენებლო პროცესი არც ერთი წუთით არ ჩერდება.”

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი აღნიშნავს, რომ ადგილზე მუშაობენ რუსები და პორტს რუსული სამხედრო გემების მისაღებად ამზადებენ.

დავით ქაცარავა: „ხურვალეთიდან, ქალბატონმა ლუდა სალიამ მოგვაწოდა ფოტომასალა, სადაც ერთ-ერთ საგუშაგოზე რუსები გამოჩნდნენ – მათი აქტიურობა ბოლო 1 წელში თვალშისაცემია“

„რუსეთი თანმიმდევრულად მუშაობს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტის სამხედრო პორტად გადასაქცევად. მ/წ ის დასაწყისშიც გაკეთდა არაერთი განცხადება იმის თაობაზე, რომ ოჩამჩირეს პორტი უკვე წელს, 2024 დაიწყებს ფუნქციონირებას, როგორც რუსეთის სამხედრო პორტი.

ხოდა, მუშაობენ რუსები. ამზადებენ პორტს რუსული სამხედრო გემების მისაღებად. ჩვენმა სოხუმში მცხოვრებმა მეგობრებმა (მათი თხოვნით ვწერ ამ სიტყვებს) მოგვაწოდეს ფოტო მასალა, სადაც ჩანს რომ სამშენებლო პროცესი არ ჩერდება არც ერთი წუთით.

კი, მუშაობენ ორკები. მალე იქ რუსული სამხედრო გემები გამოჩნდება. ოჩამჩირე მალე უკრაინის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმურ სამიზნედ გადაიქცევა.“ – წერს დავით ქაცარავა.

პოპულალურები