LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყანაში უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობაა – მარტოხელა მშობლები უმეტეს შემთხვევაში გადარჩენისთვის და ლუკმა პურისთვის იბრძვიან“ – ქეთევან თურაზაშვილი

141
ქეთევან თურაზაშვილი

„ქვეყანაში უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობაა და იმის ნაცვლად, რომ წავახალისოთ შობადობის გაზრდა, გავუმარტივოთ ჩვენს მოქალაქეებს ბავშვების გაზრდის და აღზრდის პროცესი, ისეთი ჯგუფის წარმომადგენლებსაც კი ვერ ვუწევთ სათანადო მხარდაჭერას, როგორიც მარტოხელა მშობლები არიან“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.

პარლამენტში მშობლებთან შეხვედრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს [მარტოხელა დედებს] მარტოებს უწევთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის კეთება და უმეტეს შემთხვევაში, გადარჩენისთვის და ლუკმა პურისთვის იბრძვიან.

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერთან შეხვედრაზე ის გამოწვევები და პრობლემები განიხილეს, რომლის წინაშეც მარტოხელა მშობლები დგანან.

დეპუტატმა მშობლებს პრობლემების მოგვარების მიმართულებით, საკუთარი ხედვები და მიზნები გაუზიარა და თქვა, რომ მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით, უამრავი საკითხი რჩება ღია.

„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრამები ფურცელზე თითქოსდა არსებობს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, ეს სერვისები ხშირად მათთვის არაა ხელმისაწვდომი, რადგან ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ“, – განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

მისივე თქმით, იკვეთება, რომ მუნიციპალიტეტები არასაკმარისად მუშაობენ საჭიროების მქონე ადამიანების ინფორმირებაზე. გარდა ამისა, მანვე აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ მარტოხელა მშობლებს, რომლებიც პარალელურად სხვა სოციალური სტატუსის მატარებლები არიან, მარჩენალდაკარგულები, სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანები და სხვა.

რომან გოცირიძე: „კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა – თუ სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ მოხდა, არ შეიცვალა ვითარება და მთავრობა, ქვეყანა დაიცლება და დავადგებით გადაშენების გზას“

„ეს საკითხი გამოიკვეთა დღევანდელ შეხვედრაზე და არაერთი ადამიანი ჩვენგან, პარლამენტში ორი კაცით წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიიდან იღებს ინფორმაციას. ინფორმირებაზე ზრუნვასთან ერთად, ხელისუფლების მხრიდან გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯები, უნდა შევიდეს ცვლილებები კანონმდებლობაში რათა:

სტატუსის მიღება მშობლების გარდა (ვინც მარტო დარჩა ყველა პრობლემის წინაშე, რაც ბავშვის აღზრდას უკავშირდება), ასევე უნდა შეძლონ იმ ბებია-ბაბუა, პაპა-დიდედებმა, უახლოესმა ნათესავებმა (დეიდა, ბიძა,მამიდა), ვინც მარტო ზრდის ობლებს.

სტატუსის მიღებას უნდა მოჰყვებოდეს, რეალური შეღავათები და მხარდამჭერი პროგრამები – ფინანსური დახმარება, კომუნალურებზე შეღავათი, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები დასაქმების უზრუნველყოფით, ბავშვის გახანგრძლივებულში დატოვების შესაძლებლობა უფასოდ.

საგადასახადო შეღავათი 3000 ლარიდან უნდა გაიზარდოს 12000 ლარამდე. რაც ნიშნავს რომ მარტოხელა მშობელი 1000 ლარამდე ხელფასით არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით.“ – განაცხადა „მოქალაქეების“ დეპუტატმა.

შობადობა 5.0%-ით შემცირდა – 2023 წელს საქართველოში 40 214 ბავშვი დაიბადა

თურაზაშვილის თქმით, აუცილებელია გამოიძებნოს მექანიზმი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით (ეს იქნება საუბნო ინსპექცია, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი თუ შესაბამისად გადამზადებული მოსამართლე), რომ იმ მშობლებს, რომელთა მეორე ნახევრები არ არიან გარდაცვლილები, მაგრამ წლების განმავლობაში არ იღებენ მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში, გაუმარტივდეთ და შეძლონ მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება“. – განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, თავის მხრივ, მარტოხელა დედები წუხან, რომ ვერ ახერხებენ ხმის მიწვდენას ხელისუფლებამდე იმ უამრავი პრობლემის შესახებ, რომელსაც აწყდებიან.

magti 5g