LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელ აპრილს რუსთაველის თეატრში – KORDZ ალექს კორძაიას მუსიკალური პერფორმანსი და კოლაბორაცია გამორჩეულ ქართველ მუსკოსებთან!

947
ალექს კორძაია

პირველ აპრილს რუსთაველის თეატრში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: ალექს კორძაია – KORDZ; თეონა ცირამუა – გორის ქალთა გუნდი; ელენე გოგოძე; გიორგი გურგენაძე; იაკო კვალიაშვილი; მილენა ჯალალბეკოვა; სესილია სანებლიძე და სპეციალური სტუმარი.

კონცერტი ორგანიზებულია აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების საქველმოქმედო ფონდის მიერ და შემოსული თანხები სრულად ხმარდება აუტიზმის ეროვნული ცენტრის – ფერადი ქალაქის მშენებლობას, სადაც აუტიზმის მქონე მოზარდები და ზრდასრულები მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ სერვისებს მიიღებენ; შეისწავლიან დამოუკიდებლად ცხოვრების უნარებს; თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში განვითარდებიან, შესძლებენ თვითრეალიზაციას და საზოგადოებაში ინტეგრირებას.

ბილეთები იყიდება TKT.GE-ზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g