LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხარაძე: „რაღაც უაზრო განცხადებები მოვისმინე, თითქოს, საკვირაო სკოლებსა და კულტურის ცენტრებში შეიძლება არჩევნები ჩატარდეს, რაც სრული აბსურდია – სახელმწიფო ვალდებულია, საელჩოსა თუ საკონსულოში, უბანი გახსნას და ასეც მოხდება“

153
ნიკოლოზ სამხარაძე

„რაღაც უაზრო განცხადებები მოვისმინე, რომ თითქოს, საკვირაო სკოლებსა და კულტურის ცენტრებში შეიძლება, არჩევნები ჩატარდეს, რაც სრული აბსურდია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერ-ერთმა ლიდერმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა და ემიგრანტების საარჩევნო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ „პირველ არხს“ განუცხადა, საელჩოსა თუ საკონსულოში, სადაც აღრიცხვაზე 50-ზე მეტი ადამიანი იქნება, სახელმწიფო კანონით ვალდებულია, საარჩევნო უბანი გახსნას.

სამხარაძის თქმით, ეს ასეც მოხდება, თუ ჩვენი ქვეყნის ყველა დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობაში 50-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდება, საარჩევნო უბანი გაიხსნება.

ელისაშვილი: „ნახევარი საქართველო სადღაც არის გადახვეწილი. ხელისუფლებას სურს, მათი ხმები ნაკლებად აისახოს, რადგან კრიტიკულად განწყობილი არიან – უცხოეთში მეტი საარჩევნო უბანი უნდა იყოს“

დეპუტატის განცხადებით, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ნიშნავს, რომ საკონსულო ამ ინფორმაციას აწვდის იმ ქვეყნებს, სადაც საქართველოს საკონსულოებია.

„რაღაც უაზრო განცხადებები მოვისმინე, რომ თითქოს, საკვირაო სკოლებსა და კულტურის ცენტრებში შეიძლება, არჩევნები ჩატარდეს, რაც სრული აბსურდია. საარჩევნო უბანი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიხსნას და ეს არის ან საელჩო, ან საკონსულო. სხვა ნებისმიერი დაწესებულება საქართველოს ტერიტორიად ვერ ჩაითვლება.

ყველას მოვუწოდებ, სისულელეებს ნუ ლაპარაკობენ და კანონმდებლობაში ჩაიხედონ, თუ ეს ყველაფერი იციან და საზოგადოება შეგნებულად შეცდომაში შეჰყავთ, ეს მეორე პრობლემაა.

ასევე ნახეთ

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავად საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან „ადგილზე მყოფ ელჩებთან არანაირი საუბარი არ ყოფილა, რათა საკითხმა წინ წაიწიოს და გზები გამოინახოს“.

ვინ რატომ არ დგება საკონსულო აღრიცხვაზე, ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა მათი დიდი ნაწილი აღრიცხვაზე არ დგება, რადგან შეიძლება მათი დიდ ნაწილს ვიზასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდეთ და ფიქრობდნენ, რომ აღრიცხვის შემდეგ სავიზო პრობლემა დაუდგეთ.

მათ დავარწმუნებ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ნიშნავს, რომ საკონსულო ამ ინფორმაციას აწვდის იმ ქვეყნებს, სადაც საქართველოს საკონსულოებია, ეს არის მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის. მათ იმის საფუძველი არ აქვთ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას თავი აარიდონ“. – განაცხადა სამხარაძემ.

„მივმართავთ ემიგრანტებს – დაგვიკავშირდით, რათა საარჩევნო უბანი თქვენ ქალაქშიც გაიხსნას“ – ჯაფარიძე-ხოშტარია

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ „დიასპორის მხრიდან არსებობს მზადყოფნა, საარჩევნოდ დათმონ სივრცეები, რაც სხვადასხვა ქალაქში არსებობს – ეს სივრცეები არის ეკლესია, საკვირაო სკოლები და სხვა ფართები, რასაც დიასპორული ორგანიზაციები იყენებენ ან იმუშაონ იმისთვის, რომ ქალაქში, სადაც ცხოვრობენ, ასეთი სივრცეები მოვიპოვოთ.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g