LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: „ნახევარი საქართველო სადღაც არის გადახვეწილი. ხელისუფლებას სურს, მათი ხმები ნაკლებად აისახოს, რადგან კრიტიკულად განწყობილი არიან – უცხოეთში მეტი საარჩევნო უბანი უნდა იყოს“

153
ალეკო ელისაშვილი

„ნახევარი საქართველო სადღაც არის გადახვეწილი. ხელისუფლებას სურს, მათი ხმები ნაკლებად აისახოს, რადგან კრიტიკულად განწყობილი არიან. უცხოეთში მეტი საარჩევნო უბანი უნდა იყოს“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა „პირველ არხთან“ საუბრისას აღნიშნა, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა, მარტივად მიიღონ.

ბითაძე ოპოზიციას: „რას გვთავაზობთ, რომ ყველა ადამიანთან, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობს, საარჩევნო უბანი სახლში მივიტანოთ?!“

„რეალობაა, რომ ნახევარი საქართველო გადახვეწილია სადღაც – ზოგი ამერიკაში, ზოგი – ბარიში, სადაც ყველა ქართულად ლაპარაკობს და იტალიურად თითქმის არავინ, ისევე როგორც სალონიკიში, სადაც იმდენი ქართველი ცხოვრობს, მგონი, ცოტა ხანში რეფერენდუმს ჩაატარებენ და საქართველოს შემოუერთდება.

საქართველოს მოქალაქეები მთელ ევროპაში არიან გაფანტული, მათ ხომ აქვთ უფლება, ათი საათი არ იფრინონ და ხუთი ათასი დოლარი არ გადაიხადონ, რათა ბიულეტენზე ვინმე შემოხაზონ. ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ თუ არა, რომ მათთვის არჩევნებში მონაწილეობა მარტივი იყოს?

პრეზიდენტი: „პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა გამოხატეს მზაობა, რათა საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა გაადვილდეს – საგარეოს მხრიდან მათთან არანაირი საუბარი არ ყოფილა, რათა საკითხმა წინ წაიწიოს“

ხელისუფლებას სურს, მათი ხმები ნაკლებად აისახოს, რადგან კრიტიკულად განწყობილი არიან. უცხოეთში უფრო მეტი საარჩევნო უბანი უნდა იყოს“. – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g