LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს აქციები თითქმის სამჯერ გაიაფდა

144
tesla

Tesla-ს აქციები მიწოდების შემცირების ფონზე მკვეთრად დაეცა. 2024 წლის პირველი ნაწილი ამერიკული მწარმოებლისთვის მარტივი არ აღმოჩნდა: კომპანიის ფასიანი ქაღალდები 29%-ით გაიაფდა, კაპიტალიზაცია კი 30%-ით, ანუ 550 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ანალიტიკოსები შექმნილ ვითარებაში ელექტროქარების ბაზრის შენელებას და მოკრძალებულ მიწოდებას ადანაშაულებენ. ასევე პრობლემებს, რომელსაც კომპანია ჩინეთში გადააწყდა და არც ილონ მასკის უჩვეულო ქცევები არ უნდა დავივიწყოთ, რადგან საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.

სპეციალისტები განსაკუთრებით გამოყოფენ მასკის გამოთქმებს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, რამაც აქციების ფასი კიდევ უფრო შეამცირა. კიდევ ერთი პრობლემა გახდა სასამართლო პროცესი მასკის 56 მილიარდ ევროიან ჯილდოსთან დაკავშირებით, რომელიც Tesla-ს მმართველობამ მას 2018 წელს გადასცა. მაშინ კომპანიის ხელმძღვანელი ფორმალურად ხელფასის გარეშე დატოვეს და დაგეგმილი ფინანსური მიღწევების შესრულებისთვის ჯილდოზე გადაიყვანეს. სასამართლომ თანხა „ზედმეტად გაბერილად“ მიიჩნია და მისი გაუქმება გადაწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები