LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ლემონჯავას მწარე მოგონებები სკოლაში: „ჩემმა თანაკლასელმა თქვა, ამასთან არ დავჯდები იმიტომ, რომ ლტოლვილიაო…“

383
სალომე ლემონჯავა და გიორგი ცხადაძე

მსახიობ გიორგი ცხადაძის მეუღლე, ჟურნალისტი სალომე ლემონჯავა, რომლის ოჯახიც აფხაზეთიდან დევნილია, ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება, როგორი ძნელი იყო დედაქალაქში მისთვის თავის დამკვიდრება პატარა ასაკში, როცა საცხოვრებლად ბათუმიდან თბილისში გადმოვიდა:

„ჩემი, როგორც დევნილის ისტორია თბილისიდან იწყება. მანამდე იმდენად პატარა ვიყავი, რომ რაღაცებს მტკივნეულად ვერ აღვიქვამდი და თან, ბათუმმა ძალიან კარგად მიგვიღო. თბილისში გადმოსვლის შემდეგ ამ მხრივ მდგომარეობა ძალიან შეიცვალა. სკოლაში შესვლასთან ერთად ძალიან რთული პერიოდი დამეწყო.

47-ესკოლაში ვსწავლობდი, სადაც თავიდან საერთოდ არ მიღებდნენ, რადგან დევნილი ვიყავი. დირექტორმა დედას უთხრა, ვაშლიჯვარში არის დევნილებისთვის სეპციალური სკოლა გახსნილი და იქ ატარეთ ბავშვიო, მაშინ, როცა ჩვენ მთაწმინდაზე ვცხოვრობდით. მშობლებმა სამინისტროში განაცხადიც კი შეიტანეს…

პირველ კლასში ექვსი ჯგუფი იყო და შემთხვევით ელიტურ ჯგუფში მოვხვდი, სადაც ძირითადად მასწავლებლების ბავშვები დამხვდნენ. კლასელებმა იცოდნენ, რომ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. მამა მოსკოვში მუშაობდა და რაც ჩემს კლასელებს ჰქონდათ, მეც არ მაკლდა, მაგრამ რადგან დევნილი ვიყავი, აღიქმებოდა, რომ არაფერი უნდა მქონოდა. ამ ყველაფრის წყალობით, ჩემმა კლასელებმა იცოდნენ, რომ მე რაღაცით საცოდავი ვიყავი და ეს ძალიან მზარავდა.

ჩემი მწარე მოგონებაა, როცა ჩემ გვერდით ჩემი თანაკლასელი მოხვდა ჩემთან მერხებთან გოგო-ბიჭების განაწილების დროს და უცებ მან თქვა, მე ამასთან არ დავჯდები, იმიტომ, რომ ლტოლვილიაო. დღემდე არ მავიწყდება, ამის გამო რა საშინლად ვიგრძენი თავი, როგორ ვინერვიულე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g