LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქსტატსა და სემეკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

137
მემორანდუმი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა (საქსტატი) და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) შორის მემორანდუმი გაფორმდა. 

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

მემორანდუმის მიზანია საჯარო ადმინისტრაციული საქმიანობის ხელშეწყობა, რეგულირებას დაქვემდებარებულ სფეროებში სტატისტიკური და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცვლა, კონსულტაციების გაწევა. კერძოდ, საქსტატი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიას უზრუნველყოფს კომისიის ინტერესების სფეროში შემავალი არსებული სტატისტიკური პროდუქტებით, ხოლო კომისია საქსტატს მიაწვდის მისი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ ინფორმაციას.

მემორანდუმის თანახმად, მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების პროცესის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროების შესაბამისად გათვალისწინებულია ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g