გოგიტა თოდრაძე – ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის განცხადებით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, ხოლო პირველი შვიდი თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი არის 7.9%.
