უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს სამობილიზაციო ასაკის 27-დან 25 წლამდე შემცირების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
შესაბამისი “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონპროექტის თანახმად, კანონპროექტი პრეზიდენტის ხელმოწერით უმაღლეს რადაშია დაბრუნებული.
ცნობისთვის, უმაღლესმა რადამ აღნიშნულ კანონპროექტს 2023 წლის 30 მაისს დაუჭირა მხარი.