„ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის, ევროპული რეფორმებისკენ საქართველოს გზის საბოტაჟი მოახდინოს“, – წერს სოციალურ ქსელ X-ზე ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი.
აღნიშნულით ევროპარლამენტარი მმართველი პარტიის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ისევ დააინიცირებს.
რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
„ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირად სცადა, რომ თავისი ქმედებების შემოწმებისგან თავი დაეცვა, მაგრამ სიმართლეს ვერ უარყოფენ. „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის, ევროპული რეფორმებისკენ საქართველოს გზის საბოტაჟი მოახდინოს“. – წერს მირიამ ლექსმანი X-ზე.