LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერასოდეს ვერავინ შეგილახავს რეპუტაციას, რადგან ყველას უყვარხარ შენი ნიჭიერებით, შენ რას დაგაკლებს გზააბნეული 3 პატარა არსება..“ – რას წერს მალხაზ ქვრივიშვილის მეუღლე

7477
მალხაზ ქვრივიშვილი

მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილის მეუღლე, ხათუნა ფეიქრიშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე ვრცელ პოსტს ავრცელებს და წერს, რომ მის მეუღლეს „ზნედაცემული ადამიანები“ ებრძვიან, თუმცა მისი რეპუტაციის შელახვას ვერავინ შეძლებს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ცუდას რად უნდა მტერობა

კარგია მუდამ მტრიანი“ …

ბედნიერი ვარ, რომ ვარ შენი მეუღლე❗

ვამაყობ, რომ ხარ ისეთი, როგორიც ხარ❗

ვერასოდეს ვერავინ შეგილახავს რეპუტაციას, რადგან თითქმის მთელი საქართველო გიცნობს და უყვარხარ ყველას შენი ნიჭიერებით, კაცობით, სიკეთით, ადამიანობით და სამართლიანობით❗ ბევრი ეცადა, მაგრამ ამაოდ …

შენ რას დაგაკლებს  თავზეხელაღებული, საზოგადოებაში არაფრის მთქმელი და საზოგადოებისთვის უმაქნისი, ღირებულის არაფრის შემქმნელი და გზააბნეული 3 პატარა არსება, როცა ზურგს უკან მთელი არმია გიდგას❗სად შენ და სად ისინი ❗ სად შენი ადამიანობა და სად მათი ❗ სად შენი ნიჭიი, განათლება, ფასეულობები და სად მათი ❗ სად შენი კაცობა და სად მათი❗ სად შენი მიღწევები და სად მათი❗სად შენი ღირსება და სად მათი ❗ და რაც მთავარია სად შენი სახელი და სად მათი და მაინც ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, საით მიდიან, რა უნდათ, იცნობს კი ვინმე? გაუგიათ კი მათი სახელები და გვარები? გაუკეთებიათ რამე ღირებული ამ ცხოვრებაში? ⁉️ აი მთავარი კითხვაც …

კი გაუკეთებიათ ❗❗❗❗

ბულინგი, ტყუილი, მცდელობა ღირსების შელახვის, ცილისწამება, ცრუ ბრალდება და აღარ ჩამოვთვლი მათი ცხოვრების საზრდოს. ესეც საკმარისია რომ გავიგოთ როგორი ზნედაცემული ადამიანები გებრძვიან. წერონ  და იკითხონ კი კი 37 ფბ მეგობარი მთელი საქართველოა

ვუი თქვენს პატრონს❗❗❗

P.S კარგად იცით არ გამოვირჩევი მსგავსი სტატუსებით, მაგრამ არის მაგრამ…“

"ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი" … 🔻ბედნიერი ვარ, რომ ვარ შენი მეუღლე❗ 🔻ვამაყობ, რომ ხარ ისეთი, როგორიც…

Posted by ხათუნა ფეიქრიშვილი on ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g