LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

A$AP Rocky კანის კინოფესტივალზე ორსულ რიანასთან ერთად მივიდა

135
photo-collage.png (8)

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი გრძელდება. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი მსოფლიოში, რომლის ისტორიაც თითქმის 80 წელს ითვლის, ამჯერადაც მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.

ახალი ფილმების საპრეზენტაციო ჩვენებების გარდა, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება წითელი ხალიჩისკენაა მიმართული. განვლილი დღეების განმავლობაში, ფრანგულ რივიერაზე არაერთი ვარსკვლავი გამოჩნდა.

ახლახან, კინოფესტივალზე სპაიკ ლის რეჟისორობით გადაღებული კინოსურათის – Highest 2 Lowest პრემიერა შედგა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს, A$AP Rocky ასრულებს. რეპერი საღამოზე პარტნიორ ქალთან, რიანასთან ერთად მივიდა. წვიამიანი ამინდის მიუხედავად, ვარსკვლავური წყვილი, რომელიც მესამე შვილს ელოდება, ფოტოგრაფების წინ თვალისმომჭრელად წარდგა. მათი რომანტიკა უდავოდ თვალშისაცემი იყო, რადგან რირისა და როკის ერთმანეთის მიმართ გრძნობები არც ამჯერად დაუმალავთ.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია რიანას მესამე ორსულობის შესახებ ცნობილი Met Gala-ზე გახდა. მას და A$AP Rocky-ის 2022 და 2023 წლებში, ვაჟები ეყოლათ. მომავალი ბავშვის სქესი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, Highest 2 Lowest, რომელიც კრიმინალური ტრილერია, ეკრანებზე 22 აგვისტოს გამოჩნდება. ფილმში A$AP Rocky დენზელ ვაშინგტონის პერსონაჟის ვაჟის როლს ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები