LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აბა, მითხარით ფემიციდის საქმე, სადაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ქალის მკვლელს საქართველოში? ვერ მეტყვით!“ – ბაია პატარაიას ორგანიზაციის ცნობით, პოლონეთში ქართველი გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ქმარს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

242
ბაია პატარაია როზეტა ყალიჩავას საქმეზე

ქალთა უფლებადამცველი და ორგანიზაცია „საფარის“ დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ქართველი ემიგრანტი გოგოს, როზეტა ყალიჩავას საქმეზე ახალ დეტალებს აქვეყნებს და წერს, რომ პოლონეთის სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ქმარს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც ბაია პატარაია ამავე პოსტში აღნიშნავს, აღნიშნულ ფემიციდის საქმეზე, გარდაცვლილი ქალის უფლებების დაცვასა და მისი შვილების დახმარებას ორგანიზაცია „საფარი“ საქართველოდან ცდილობს.

„პოლონეთში რომ როზეტა მოგვიკლეს, რომლის დახმარებას აქედან ვცდილობდით საფარი და საქართველოს პოლიციის ატაშე. იქაურმა პოლიციამ ქმარი კი დააკავს და მერე რატომღაც გამოუშვეს და არ შეიძლებოდა იმ კაცის გაშვება!

ეს დამპალი მკვლელი მივიდა, ჯერ ბავშვები გაარიდა, მერე მიბრუნდა მოსაკლავად და ბოლოს კვალის წაშლასაც ცდილობდა ხანძრით – პოლონეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობით დასაჯა მკვლელი.

“სცემდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა… მინდოდა ჩამოყვანა, მაგრამ ვერ მოვასწარი” – პოლონეთში მოკლული ქალის დედა სიძისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს

ყველაფერი მითხრა ბოლოს, ამიტომ დავჯავშნე ბილეთი მაგრამ ვერ მოვასწარი, ცოცხალი ვერ ჩამოვიყვანე ჩემი შვილი” – როზეტა ყალიჩავას დედა

აბა, მითხარით ფემიციდის საქმე, სადაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ქალის მკვლელს საქართველოში? ვერ მეტყვით! ჩვენ სასამართლოს ფემიციდი არ ჰგონია საკმარისად მძიმე დანაშაული, საკმარისია ნაძირალა მკვლელმა დააყრანტალოს, ვაღიარებ რომ მოვკალი და ვნანობო – ეგრევე აღარ განიხილება სამუდამო პატიმრობა… ჩვენი სასამართლოს დიდი სირცხვილია ეს ვიწრო ხედვა!

რაც შეეხება საქმეს, აქ არ გავჩერდებით, სანამ იმ პოლიციელებს არ დასჯიან, რომელთა გულგრილობამაც ეს ტრაგიკული შედეგი დააყენა, იქამდე ვიბრძოლებთ და პოლონეთსაც ვუჩივლებთ სტრასბურგის სასამართლოში!

ეს არის ყველაზე ტრავმული და მძიმე გამოცდილება ჩვენი გუნდისთვის და ზუსტად ვიცით, რომ საქართველოში შევძლებდით მის გადარჩენას, მაგრამ სხვა ქვეყნებში ძალიან გვიჭირს ქალი ემიგრანტების შველა…

რას ამბობენ პოლონეთში მოკლული ქართველი ქალის მამა და ძმა და რას აზიარებდა სიკვდილამდე როზეტა ყალიჩავა? – „რაც დავინახე შოკში ვიყავი, ყვირილით შევვარდი“

რა მისწერა პოლონეთში მოკლულმა გოგომ ადვოკატს მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე – „სწორედ ამიტომ გვაქვს პოლონეთის პოლიციასთან პრეტენზია“

ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ როზეტას შვილებისთვის კომპენსაცია რეალურად მოვიპოვოთ და ბავშვებს პურის ფული მაინც ჰქონდეთ.“ – წერს ბაია პატარაია.

magti 5g