LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობენ პოლონეთში მოკლული ქართველი ქალის მამა და ძმა და რას აზიარებდა სიკვდილამდე როზეტა ყალიჩავა? – „რაც დავინახე შოკში ვიყავი, ყვირილით შევვარდი“

9171
როზეტაააა

ფემიციდის კიდევ ერთი შემთხვევა, რომელსაც ქართველი ქალი ემსხვერპლა, პოლონეთში მოხდა. 27 წლის ქალი როზეტა ყალიჩავა ქმარმა, ასევე 27 წლის თელმან მამაზოღლმა სასიკვდილოდ დაჭრა, კვალის დაფარვის მიზნით კი ბინაში ხანძარი გააჩინა. ამის შემდეგ დამნაშავემ თვითდაზიანებები თავადაც მიიყენა.

როგორც მოკლულის მამა აცხადებს, საქართველოში ცხოვრების პერიოდში, ცოლ-ქმარს შორის პრობლემები  არ ყოფილა.

„დანით ჰყავს მოკლული, სანამ აქ იყვნენ საქართველოში არანაირი კონფლიქტი არ ჰქონდათ და იქ მერე რა მოხდა ვერაფერს გეტყვით“, – აცხადებს მოკლულის მამა თემურ ყალიჩავა.

პოლონეთში ცხოვრობს მოკლული ქალის ძმას გოგა ყალიჩავაც, რომელიც იმდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ პოლიციას მის მიმართ ელექტროშოკის გამოყენებაც კი დასჭირდა.

„როგორც კი მივედი, სახლამდე არ ვიყავი მისული, რაც დავინახე შოკში ვიყავი. ყვირილით შევვარდი. დანით აქვს მიყენებული ჭრილობები, მაგრამ რამდენი და სად ჯერჯერობით არ ვიცი. როგორც ვიცი ადრეც ჰქონდა ფიზიკური შეხება. მე არ შევსწრებივარ“, – ამბობს ძმა.

ქმრის მიერ მოკლული როზეტა ყალიჩავა ძალადობაზე ღიად არ საუბრობდა, თუმცა სოციალურ ქსელში აზიარებდა პოსტებს ქალთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ. არ მომკლა – ამ წარწერის ბანერიც მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გააზიარა.

წყარო: რუსთავი 2

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g