LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სცემდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა… მინდოდა ჩამოყვანა, მაგრამ ვერ მოვასწარი” – პოლონეთში მოკლული ქალის დედა სიძისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს

535
როეტასდედა

სცემდა, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ყველა მხრივ იყო ძალადობის მსხვერპლი –  ამბობს  პოლონეთში მოკლული როზეტა ყალიჩავას დედა ფატიმა ყალიჩავა, რომელსაც მოძალადე სიძისგან შვილის საქართველოში ჩამოყვანა არ დასცალდა.

“ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ… ამ ბოლო ჟამს მითხრა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო. მთხოვა წამოსვლაში დახმარება, ავუღე ბილეთი, 11-ში უნდა ჩამოსულიყო შვილებით, მაგრამ რომ გაიგო ქმარმა, გახდა ძალადობის მსხვერპლი და აი, ბოლო შედეგიც ხომ ხედავთ რა არის. თავიდანაც იყო ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ბოლოს სულ დაძაბულ მდგომარეობაში იყო. სცემდა, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ყველა მხრივ იყო ძალადობის მსხვერპლი და მთხოვა დახმარება. თავიდან რომ მელაპარაკებოდა, სიცილით, ხალისიანი იყო, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუძლო. მე ვუთხარი, რატომ უნდა გახდე ძალადობის მსხვერპლი, ყოველმხრივ ამოგიდგები მხარშითქო, დავუჯავშნე ბილეთი, მაგრამ ვერ მოვასწარი. ჯერ მომიკლა შვილი, მერე ხანძარი გააჩინა, კვალის დაფარვის მიზნით” – აცხადებს შვილმკვდარი დედა სხვა ნანუკასთან და შვილიშვილების ჩამოყვანაში დახმარებას ითხოვს:

“ახლა ვითხოვ შვილიშვილების ჩამოყვანაში დამეხმარონ. მე უნდა მომანიჭონ მეურვეობა, მე ახლა ჩამოვედი იტალიიდან და სამი თვე საზღვარს ვერ გადავკვეთ. ჩემი ბიჭი იქ არის, მინდა მივცე მინდობილობა და იმან ჩამოიყვანოს ჩემი შვილიშვილები. ყველა მეხმარება, მაგრამ ჯერ ვერ ხერხდება”.

ფატიმა ყალიჩავა, დაკავებული სიძის ექსტრადირების მომხრეა.

“მინდა საქართველოში მოხდეს ექსტრადირება. სამუდამო პატიმრობა მისცენ, ჩემს შვილის არაფერს უშველის, მაგრამ სხვებმა რომ არ გაიმეორონ ეს შეცდომა”.

რას ამბობენ პოლონეთში მოკლული ქართველი ქალის მამა და ძმა და რას აზიარებდა სიკვდილამდე როზეტა ყალიჩავა? – „რაც დავინახე შოკში ვიყავი, ყვირილით შევვარდი“

ყველაფერი მითხრა ბოლოს, ამიტომ დავჯავშნე ბილეთი მაგრამ ვერ მოვასწარი, ცოცხალი ვერ ჩამოვიყვანე ჩემი შვილი” – როზეტა ყალიჩავას დედა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები