LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვებმა არ იციან, რომ დედა აღარ ჰყავთ“ – პოლონეთში მოკლულ ქალს ხვალ ჩამოასვენებენ

962
როზეტა ყალიჩავა

პოლონეთში, ქმრის მიერ მოკლულ 26 წლის როზეტა ყალიჩავას საქართველოში ხვალ, 4 ივნისს ჩამოასვენებენ.

როზეტას ოჯახი ახლა სამი მცირეწლოვანი – ექვსი, ოთხი და ორი წლის შვილების საქართველოში ჩამოყვანას ცდილობს. ბავშვები ამჟამად პოლონეთში, თავშესაფარში იმყოფებიან და დეიდის ინფორმაციით, მათთან ექიმები და ფსიქოლოგები მუშაობენ.

„ამდენი წელია ვსაუბრობთ, ამდენი კანონი მივიღეთ, თუმცა ფემიციდს ვერ ვაკავებთ – ეს არის მზარდი დანაშაული, რომელიც ჯაჭვურ რეაქციას იწვევს“ – ქალთა უფლებადამცველები სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ

„იყო დრო, როდესაც ეს საერთოდ არ შუქდებოდა, ახლა უკვე მეორე უკიდურესობაში ვართ გადავარდნილი, როდესაც შუქდება, მაგრამ შუქდება ისე, რომ ეს იწვევს ჯაჭვურ რეაქციას.“– თქვა ბაია პატარაიამ.

„ბავშვებმა არ იციან, რომ დედა აღარ ჰყავთ“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას როზეტას და, ლორიტა ყალიჩავა:

„ბავშვების სანახავად ჩემი ძმა იყო მისული, ისიც პოლონეთში ცხოვრობს. ტირიან და დედას კითხულობენო. უცხო გარემოში არიან, არავის იცნობენ, პატარები არიან და ძალიან განიცდიან. ყველას ვთხოვ, ვისაც კი შეიძლება, რომ ეს ამბავი ეხებოდეს, იქნებ როგორმე დროულად მოხერხდეს ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა. დაგვეხმარონ, რომ ბავშვები სახლში დავაბრუნოთ“.

ცნობისთვის, 24 მაისს პოლონეთში საქართველოს მოქალაქე 26 წლის ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა. ის მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის დახმარებას ითხოვდა და ქმრის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა.

ამავე თემაზე:

ყელი გამოჭრა და კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა – ვინ იყო ქართველი გოგო, რომელიც პოლონეთში ქმარმა მოკლა

რას ამბობენ პოლონეთში მოკლული ქართველი ქალის მამა და ძმა და რას აზიარებდა სიკვდილამდე როზეტა ყალიჩავა? – „რაც დავინახე შოკში ვიყავი, ყვირილით შევვარდი“

რა მისწერა პოლონეთში მოკლულმა გოგომ ადვოკატს მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე – „სწორედ ამიტომ გვაქვს პოლონეთის პოლიციასთან პრეტენზია“

გახდა თუ არა ქმრის მიერ ცოლის მოკვლის მიზეზი საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი – რას ამბობს მოკლულის ძმა?

 

 

წყარო: რადიო თავისუფლება
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები