პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ქართველი ქალის ცხედარი ქალაქ ლოძის პროზექტურაში რჩება, სამი მცირეწლოვანი ბავშვი კი პოლიციამ თავშესაფარში გადაიყვანა.
27 წლის როზეტა ყალიჩავას სასტიკი მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, საქართველოში დაბრუნების მცდელობა გახდა. აღმოჩნდა, რომ ქალი მოძალადე ქმრისგან თავის დაღწევას სამშობლოში გაქცევით ცდილობდა. მოკლულის ძმა ადასტურებს, რომ ქალს ვარშავა-თბილისის რეისზე ბილეთი უკვე ნაყიდი ჰქონდა და სამ მცირეწლოვანთან ერთად საქართველოში დაბრუნებას 11 ივნისს გეგმავდა.
“11-ში საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, ბილეთებიც აღებული ჰქონდა, ეგ არის მიზეზი, დანარჩენი არ ვიცი რა უნდა ვთქვა” – აცხადებს მოკლულის ძმა.
წყარო: რუსთავი 2