LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბაშაში 48 წლის მამაკაცი დაბმული და სასტიკად ნაწამები იპოვეს

165

რამდენიმე დღით გაუჩინარებული 48 წლის რამინ საჯაიას ცხედარი სოფელ ნორიოში მეზობლებმა საკუთარ სახლში, წებოვანი ლენტით დაბმული და სასტიკად ნაწამები იპოვეს.

რამინ საჯაია მეუღლესთან გაშორებული იყო და თავს ტაქსის მძღოლობით ირჩენდა. მეზობლებს და ოჯახის წევრებს მკვლელობის კონკრეტულ მოტივზე საუბარი უჭირთ. თუმცა, ძარცვა, შურისძიება და ოჯახური კონფლიქტი, მთავარი ვერსიებია, რომლებზეც ისინი საუბრობენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g