რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ოკუპანტების მიერ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის საკითხს გრიგორი კარასინთან საუბარში დააყენებს. დიპლომატის განცხადებით, კარასინთან საუბარი ჯერ არ შემდგარა და შესაბამისად, იგი არც იმის შესახებ აზუსტებს ინფორმაციას, როდის გაიმათება მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯა. გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს.
დე-ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა.