LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბასთუმანი და წყალტუბო სრულფასოვან საერთაშორისო დონის კურორტებად ჩამოყალიბდება

164
1579879990-abast-12

მაია ცქიტიშვილი კურორტების განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს.

„ჩვენ ვკონცენტრირდით ძირითადად იმ არსებულ ლოკაციებზე, როგორებიცაა მაგალითად ბაკურიანი, გუდაური, აბასთუმანი და წყალტუბო. ანუ, ის ადგილები, რომლებიც უკვე კურორტებად არის ჩამოყალიბებული და რომელსაც სჭირდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული განვითარება და დიდი ინვესტიციების განხორციელება იმისთვის, რომ ეს კურორტები ჩამოყალიბდნენ სრულად სრულფასოვან საერთაშორისო დონის კურორტებად, – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.  

მისი თქმით, ამ ეტაპზე შემცირებული დაფინანსების გათვალისწინებით, მისი უწყება იძულებული გახდა, რომ გეგმებისა და პრიორიტეტებისთვის გადაეხედა. „სხვა ლოკაციების ჯერიც აუცილებლად დადგება. მაგალითისთვის, თუნდაც ველისციხის ჩამოყალიბება. ასევე მესტიაში ახალი ლოკაციის მოწყობა, სადაც მოხდება პრაქტიკულად დანგრეული კოშკების აღდგენა. ეს გეგმები უკვე დამუშავებულია, უბრალოდ ჩვენ შეიძლება გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ ამ გეგმების განხორციელების ეტაპობრიობაში“, – განმარტა მაია ცქიტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g