კურორტ აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ობსერვატორია დამატებით ფუნქციას შეიძენს, მასში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე. მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.
აღსანიშნავია, რომ კეთილმოეწყო ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაც.
ცნობისთვის, აბასთუმანში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა.
ობსერვატორიას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.