LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბათუმანში ავტოსადგომის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ელექტრომობილებზეც იქნება მორგებული

68
cars

აბასთუმანში ავტოსადგომის მშენებლობა მიმდინარეობს. ავტოპარკინგი გათვლილია 769 ავტომობილზე, მათ შორის: 113 ელექტრომობილისთვის, 20 შშმ პირისთვის და 10 ავტობუსისთვის. ინფორმაციას BMG ავრცელებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, აბასთუმანში ავტოსადგომი ნაწილია პროექტისა, რომლის ფარგლებშიც, აბასთუმანში სახიდე გადასასვლელის, ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება. პროექტი გასულ წელს დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2023 წლის იანვარში უნდა დასრულდეს. აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ჯამში 12,567,774 ლარი უნდა დაიხარჯოს.

„ჩამოვიდა ბატონი ბიძინა და თქვა: ფული ჩემი, საქმე შენი და აბა წამოვწიოთ აქაურობა“ – სოსო ტყემალაძე აბასთუმნის განვითარებაზე საუბრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g