გასული წლის აპრილში, ცნობილი გახდა, რომ ABBA 35 წლიან დუმილს ორი ახალი სიმღერით დაარღვევდა. ინფორმაციის ოფიციალურობას ისიც ამტკიცებდა, რომ ივნისში, კვარტეტის ,,ინსტაგრამზე” ფრიდას, ანას, ბენისა და ბიორნის ფოტოები გამოქვეყნდა, რომლებიც სტუდიაში მუშაობის პროცესს ასახავდა.
გაირკვა, რომ ლოდინი კიდევ დიდხანს მოგვიწევს, რადგან სინგლების რელიზის თარიღი მიმდინარე წლის ბოლომდე გადაიდო. ცვლილებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ბენდის თაყვანისმცმელებში, რომლებიც იმაზე დაფიქრდნენ, რომ კოლექტივი ახალ დისკზე მუშაობს. სამწუხაროდ, ეჭვი ლეგენდარული შვედური პოპ-ჯგუფის წარმომადგენელმა გააქარწყლა, რომელმაც განმარტა, რომ მათ სამომავლო გეგმებში ალბომის გამოშვება არ შედის.
View this post on Instagram
Found on #ABBA ❗Do you have this vinyl? ? @icancryin.vinyl
A post shared by ABBA (@abba) on
შეგახსენებთ, რომ ABBA-ს ახალი ნამუშევრები სახელწოდებებით: I Still Have Faith in You და Don’t Shut Me Down 2018-ში უნდა გამოსულიყო.