LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ABC -მ „გრეის ანატომიის“ მე-14 სეზონი დააანონსა

50

ტელეარხმა ABC სერიალ „გრეის ანატომიის“ ახალი, რიგით მე-14 სეზონის გამოსვლა დააანონსა. სამედიცინო დრამა სულ მალე რეკორდსმენი სერიალი გახდება თავისი ხანგრძლივობით და ზემოთხსენებულ ტელეარხზე ის ამ დრომდე ყველაზე პოპულარული პროექტია, რომელსაც 18-დან 49 წლამდე აუდიტორია ჰყავს.

2016 წლის ოქტომბერში მისი ვარსკვლავი, ელენ პომპეო ყველაზე მაღალანაზღაურებადი დრამატული სერიალების მსახიობების ათეულში მოხვდა. „ფორბსის“ მონაცემებით, ყოველ ეპიზოდში ის 400 ათას დოლარს გამოიმუშავებს.

ამ დროისთვის ბოლო, მე-13 სეზონი მიმდინარე წლის 26 იანვარს გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები