LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,აბჯარი ავისხათ და მოვემზადოთ დიდი ცემა-ტყეპისთვის…არც ეს კანონი უნდა მივაღებინოთ, თუ აქცია იქნება საჭირო, უნდა გამოვიდეთ” – ალეკო ელისაშვილი

187
ალეკო ელისაშვილი

აბჯარი ავისხათ და მოვემზადოთ დიდი ცემა-ტყეპისთვის, დიდი ბრძოლა და ვნებათაღელვა გველის, – აღნიშნულის შესახებ ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ უნდა გაატანინოს.

„აბჯარი ავისხათ და მოვემზადოთ დიდი ცემა-ტყეპისთვის, დიდი ბრძოლა და ვნებათაღელვა გველის – იმაზე უარესი, რაც იყო, რადგან ახლა უფრო გაშმაგებით არიან მობილიზებულები.

არც ეს კანონი უნდა მივაღებინოთ, თუ აქცია იქნება საჭირო, უნდა გამოვიდეთ. ქუჩაში თუ იქნება გასასვლელი, უნდა გავიდეთ. თუ საჩხუბარი იქნება, უნდა ვიჩხუბოთ. პარლამენტში საჩხუბარი იქნება, უნდა ვიჩხუბოთ, რადგან ამათ არაფერი ესმით“,- განაცხადა ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები