LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აბსოლუტურად მართალია თამარი ჩერგოლეიშვილი.. ივანიშვილი სულ ამას თამაშობს“ – ზურაბიშვილი „შუის გაკრეფაზე“

75
BeFunky-collage

რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი TV პირველის ეთერში გამოეხმაურა თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის “ახლა სწორედ შუის ეშინია”.

გადაცემის წამყვანმა დავით ზურაბიშვილს ჰკითხა: “შუის გაკრეფა, ტერმინი, რომლითაც მოვიდა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი და რომელიც ახსენა ზურაბ ჯაფარიძემ, არის [გამარჯვების] ფორმულა?, რაზედაც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ნაწილში სრულად ეთანხმება თამარ ჩერგოლეიშვილს.

“მაგაში აბსოლუტურად მართალია თამარი [ჩერგოლეიშვილი], მე ბევრ რამეში არ ვეთანხმები ხოლმე, მაგრამ ამაში ნამდვილად ვეთანხმები. რასაკვირველია, ეს არის ივანიშვილის დიდი ხნის… სულ ამას თამაშობს. სხვათა შორის, როდესაც მოვიდა, მაშინ ცოტა სხვა სიტუაცია იყო, მაშინ ეს ობიექტური რეალობა იყო, მაშინ მართლა ორად იყო გაყოფილი და არჩევნების შედეგებმაც აჩვენა, რომ რეალურად, სხვამ ვერაფერი ვერ წაიღო, მხოლოდ ეს ორი პარტია, ორი ბანაკი იყო რეალურად.

ესეც იმდროინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ მოიტანა. რატომ მოხდა ივანიშვილის  გარშემო ასეთი ჭრელი საზოგადოების გაერთიანება მაშინ და ასე ადვილად? იმიტომ, რომ არავითარი სხვა პერსპექტივა არ ჩანდა, არც ამ პარტიებს უჩანდა და ხალხსაც არ უჩანდა, რაც მთავარია. ხალხი ენდო და დაიჯერა ივანიშვილის და ამ ერთობის.

დღეს ასეთი სიტუაცია შეიძლება მოხდეს თუ გამოჩნდება ვიღაც ახალი მესია, რომელიც არ ჩანს და არ არის, ამიტომ, არ მოხდება, მაინცდამაინც არც დიდი სურვილი მაქვს, რომ ასეთი მესია გამოჩნდეს და ასეთი ლიდერი, მაგრამ ობიექტურად არ არის, პოტენციურადაც ვერ ვხედავ ასეთ ლიდერს”, – თქვა დავით ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები