LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,აბსოლუტური უმრავლესობა კოვიდ ინფექციას გადაიტანს ისევე, როგორც გრიპს” – ნანა გეგეჭკორი

6848
ნანა-გეგეჭკორი

,,აბსოლუტური უმრავლესობა კოვიდ ინფექციას გადაიტანს ისევე, როგორც გრიპს” – ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ექიმმა ნანა გეგეჭკორმა პლატფორმა  “კოვაიდერის” ლაივში ისაუბრა.

ნანა  გეგეჭკორი:

ვიდრე იმის შესახებ ვისაუბრებდეთ, თუ როგორ მოვიქცეთ ინფიცირების შემთხვევაში და როდის რა გავაკეთოთ, აუცილებლად მინდა დაგამშვიდოთ. საზოგადოებაში დიდი შიში სუფევს, თუმცა მინდა გვახსოვდეს, რომ ადამიანების უმეტესობა ახალ კორონავირუსს იტანს ყოველგვარი პრობლემების გარეშე და ის მძიმე, გარდაცვალების შემთხვევები, რის შესახებაც გამუდმებით ისმის ტელევიზიით, შემთხვევათა მცირე ნაწილია. პანიკაში ნუ იქნებით, შემთხევევების 80%-ზე მეტში ვირუსი უმარტივესი ფორმით ვლინდება და მას გართულებების გარეშე ამარცხებენ. უბრალოდ თქვენ გესმით უმეტესწილად მძიმე შემთხვევების შესახებ და შედარებით ნაკლებ ინფორმაციას იღებთ იმ ადამიანებზე, რომლებმაც ვირუსი ყოველგვარი სირთულეების გარეშე დაამარცხეს. ეს დაავადება არ არის ისეთი საშიში, როგორიც ჩანს.

რასაკვირველია, არის პაციენტების ჯგუფი რისკ-ფაქტორებით, თუმცა კოვიდი განაჩენი არც ამ შემთხვევაშია. რისკ-ჯგუფში ყოფნა არანაირად არ ნიშნავს, რომ თქვენ გექნებათ რთული ფორმა და აუცილებლად ცუდად დასრულდება ყველაფერი. პირადად მე ვირუსი 93 წლის პაციენტისაგან გადამედო, რომელმაც კოვიდიც გადაიტანა, გულის მარცხენა პარკუჭზე ოპერაციაც და ბინაზეა გაწერილი. ასეთ პაციენტებს უბრალოდ განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ, მათ შედარებით დიდი დროის გატარება უწევთ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მაგრამ ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდებიან.

უამრავი წერილი მომდის იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც ძალიან მარტივი ფორმა აქვთ სინამდვილეში, უბრალოდ ძალიან ეშინიათ. აბსოლუტური უმრავლესობა კოვიდ ინფექციას გადაიტანს ისევე, როგორც გრიპს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g