LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით ზამთრის სეზონზე ფრენები კვირაში 10 სიხშირით შესრულდება

115
ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს უმასპინძლა.

ირაკლი ქარქაშაძემ აჰმედ ალნუაიმის აეროპორტის ტერმინალი, სანავიგაციო კოშკურა დაათვალიერებინა და აეროპორტის მუშაობის სპეციფიკა დეტალურად გააცნო. მხარეებმა აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებაზეც ისაუბრეს, რომლის სიხშირეც მიმდინარე წლის ნოემბრიდან გაიზრდება.

ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტით, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით აკავშირებს და აბუ დაბის მიმართულება, გადაყვანილი მგზავრების კუთხით, პირველ ადგილზეა.

ამჟამად აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები ყოველდღიურად ხორციელდება, ზამთრის სეზონზე კი ფრენები კვირაში 10 სიხშირით შესრულდება.

magti 5g