LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბუ-დაბის პოლიცია ყველაზე უცნაური ავტომობილით გადაადგილდება

72
policeabudabi

კომპანია W Motors-მა, რომელიც გაერთიანებულ საამიროებში მოღვაწეობს, ყველაზე უჩვეულო საპატრულო ავტომობილების ვიდეო გაავრცელა. ყველაზე უცნაური მოდელი კი ჰიპერქარი Lykan HyperSport-ია. ორკარიანი მოდელი სამართალდამცავებს 4 წლის წინ გადაეცათ და ამჯერად მწარმოებელს უბრალოდ მისი შეხსენება სურდა. Lykan-ს ფართო საზოგადოება „ფორსაჟის“ მე-7 ნაწილიდანაც კარგად იცნობს.

Lykan HyperSport – ეს არის პირველი ჰიპერქარი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე აიწყო. ავტომობილის პირველი კონცეპტი 2013 წელს აჩვენეს და მოგვიანებით ყატარში 7 ეგზემპლარიანი ტირაჟი გამოვიდა. თუ სად არის ამჟამად ეს ჰიპერქარები უცნობია და მათგან მხოლოდ ორი მოდელი გაიყიდა.

ჰიპერქარი 3,7 ლიტრის მოცულობის თვინ-ტურბო ძრავითაა აღჭურვილი და აგრეგატს 750 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ძრავი 7 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g