LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაბეთი სპორტის მხარდაჭერას განაგრძობს და კალათბურთის ფედერაციის სპონსორი გახდა

87
715X400 (1)

კომპანია აჭარაბეთსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში აჭარაბეთი ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა. 2020-2022 წლების საკალათბურთო სეზონებზე და 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე კომპანია „აჭარაბეთი“ გენერალურ სპონსორობასთან ერთად მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას.

„აჭარაბეთისთვის სპორტი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, კომპანია წლებია სპორტის მხარდამჭერია და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აჭარაბეთი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი ვართ. თანამშრომლობის პერიოდში, არაერთი საინტერესო პროექტი გველოდება წინ, როგორც კალათბურთის გულშემატკივრებს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც ქართველ სპორტსმენებს და სპორტს გულშემატკივრობს“- განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

“დიდი მადლობა აჭარაბეთს, რომელიც აქამდეც გვერდით ედგა სპორტს და მათ შორის  კალათბურთსაც,  თუმცა  ახლა უკვე ოფიციალური მემორანდუმი გაფორმდა ჩვენს შორის და კომპანია აჭარაბეთი გახდა კალათბურთის ეროვნული  ფედერაციის გენერალური სპონსორი. წინ საინტერესო პერიოდი გველის და გვახარებს ასეთი კომპანიის გვერდით დგომა,“– აღნიშნა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g