კომპანია “აჭარაბეთის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის “ინიციატივის’’ მხარდაჭერით, ფონდი “1ანობა“ და მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი ადამიანები – ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე და სხვები. ეს ადამიანები ფონდის ბენეფიციარების მხარდასაჭერად ერთიანდებიან.
საქველმოქმედო კონცერტი 6 ივნისს, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გაიმართება და ნებისმიერ მსურველს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს) ექნება შესაძლებლობა, თანხა გადარიცხოს ფონდის “1იანობა“ ანგარიშზე ან სატელეფონო ზარით განახორციელოს დონაცია.
“ეს ჩენი პირველი პროექტია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა “ინიციატივის” ფარგლებში, კომპანია “აჭარაბეთი’’ დგამს პირველ ნაბიჯს ამ ადამიანებისთვის და ასევე, ყველას აძლევს შესაძლებლობას სურვილისამებრ შეიტანონ საკუთარი წვლილი,“-აცხადებენ „აჭარაბეთში“.
“1იანობა’’ ონლაინპლატფორმაა, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა, რათა დავხმარებოდით იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ’’- ამბობს ფონდ “1ანობის’’ დამფუძნებელი ვალერი ჩეხერია.
“ჩვენ ყველანი ვერთიანდებით პანდემიით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი თანხა მოვაგროვოთ ამ ადამიანების დასახმარებლად”, – განმარტავენ “აჭარაბეთში”.
სატელეფონო ნომერი: 0901 900 991
საქართველოს ბანკი
მიმღები: ააიპ ერთიანობა 2020
GE48BG0000000162696882
თიბისი ბანკი
მიმღები: ააიპ ერთიანობა 2020
GE28TB7404836080100011
R