ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აჭარაში კორონავირუსი 9 თვის ბავშვს დაუდგინდა. ინფიცირებულთა შორის არიან 5 წლის ბავშვი და ქალი. ისინი თბილისში გადმოჰყავთ. ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კკოვიდ 19 კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა.
ხუთივე ინფიცირებული სოფელ ლეღვაში ცხოვრობს. მათ შორის ორი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა, ქობულეთის ე.წ კლასტერთან კონტაქტში მყოფი 350 ადამიანი გამოიკვეთა.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთის ოთხი სოფელი ჩაიკეტა. სოფლებთან მისასვლელ გზებზე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებული.