LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში COVID-19-ის შემთხვევების მატება პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ქცევასთან – ნინო ნიჟარაძე

94
nino-2-e1586592594262

აჭარაში ეპიდაფეთქებაა. ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კლინიკებში 480 პაციენტია მოთავსებული.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე აჭარაში დაძაბული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, თუმცა აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს.

ნინო ნიჟარაძის თქმითვე, შემთხვევათა მატება პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ქცევასთან.

„აბსოლუტური კონტროლი შეუძლებელია. რადგან ეს კომუნიკაციები და კონტაქტები მრავალფეროვანია და ამის გასაკონტროლებლად ადამიანური რესურსიც არაა საკმარისი არცერთ განვითარებულ ქვეყანაში. უბრალოდ ალბათ უფრო კანონმორჩილი ხალხია სხვა ქვეყნებში. თუ ჩვენც მოვინდომებთ უფრო კანონმორჩილი ვიქნებით და სხვა დღეებში უფრო მშვიდი სიტუაცია გვექნება და ვითარებაც უფრო სტაბილური…თუკი ჩვენ ამ ეტაპზე ერთმანეთს არ გავუფრთხილდებით, არ გამოვიყენებთ ნიღაბს და არ დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას, შემთხვევები არ დაიკლებს და გვეყოლება კონტაქტები და კონტაქტის კონტაქტები“,-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g